|
2020-08-03 13:07:25, 3225 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - ოქტომბრის არჩევნები მნიშველოვანია, რადგან დღეს საქართველო მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანაა
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დღეს საქართველო არის მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, „ევროპული საქართველოს“ დაპირებები შეიძლება სამი სიტყვით შეჯამდეს: კეთილდღეობა, დაცულობა და დასავლეთთან ინტეგრაცია. „ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დღეს საქართველო არის მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა. საქართველოს დღეს მართავს ოლიგარქი, რომელსაც არ აწუხებს ხალხის გაჭირვება. ქვეყანას დღეს მართავს მთავრობა, რომელიც ბიუჯეტიდან წლიდან წლამდე უფრო მეტს ხარჯავს საკუთარ კომფორტსა და ფუფუნებაზე. საქართველოს დღეს მართავს ხელისუფლება, რომელიც ჩაძირულია ნეპოტიზმში, კორუფციაში, წილებსა ატკატებში. დიახ, ეს არის მათი საქართველო. მათი საქართველო იქ არის, ოლიგარქის შუშის სასახლეში, ტენდერებსა და კორუფციაში, მაგრამ ეს ქვეყანა არის სხვა საქართველო. დღეს საქართველო არის პრობლემებში, გაჭირვებაში, სიღარიბესა და უიმედობაში და სწორედ ეს საქართველო უნდა გადავარჩინოთ ოქტომბრის არჩევნებზე. ამიტომ ბრძლა ოქტომბრის არჩევნებზე – ეს არ არის ბრძოლა პოლიტიკური პარტიებისთვის, ეს არის ბრძოლა თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის, წინსვლისა და უკეთესობისთვის. ჩვენი მთავარი დაპირება პირველივე 100 დღის განმავლობაში შეიძლება შეჯამდეს სამი სიტყვით: კეთილდღეობა, დაცულობა და დასავლეთთან ინტეგრაცია“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)