22:02 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-30 17:18:49, 3708 ნახვა

პოლიტიკა
„გირჩმა“ საპარლამენტო პროპორციული სიის პირველი ათეული წარადგინა

„გირჩმა“ საპარლამენტო პროპორციული სიის პირველი ათეული წარადგინა.

პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

2. ჰერმან საბო

3. იაგო ხვიჩია

4. ვახტანგ მეგრელიშვილი

5. გია ჯაფარიძე

6. ალექსანდრე რაქვიაშვილი

7. ლევან ჯგერენაია

8. სანდრო თარხან-მოურავი

9. ამირან ტორონჯაძე

10. გიორგი ლომინაძე.

შეგახსენებთ, რომ „გირჩის“ პარტიული სიის ფორმირების პროცესი უნიკალურია, რადგან მას მხარდამჭერები, „გირჩი“-ს შეიძლება ითქვას აქციონერები აკომპლექტებენ პარტიის ფიცრული ფულის, GeD-ის (Georgian Dollar) დახმარებით.

1 ახალი GeD გირჩის პორტალზე ან ფულადი შემოწირულობისას იქმნება, ან პარტიისთვის გაწეული დახმარებისა თუ გაკეთებული საქმის შესაბამისად გაიცემა. ამ ეტაპზე სიის შედგენაში მონაწილეობდა 5000-მდე ადამიანი, რომელებსაც ჯამში 131 მილიონი GeD ქონდათ საკუთრებაში. გადანაწილებისას კი - რაც მეტი ჯედი აქვს გირჩის წევრს საკუთრებაში, მით უფრო მეტი „წონა“ აქვს მის ხმას. ასე რომ, გირჩის პარტიული სიის შედგენა მერიტოკრატიულ პრინციპებზე დგას.

რაც შეეხება ე.წ. გენდერულ კვოტირებას, გირჩს ამ რეგულაციისთვის გზის ავლის მეთოდი უკვე მოფიქრებული აქვს და უახლოეს მომავალში საბოლოო სიის წარდგენისას მოგახსენებთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics