|
2020-07-28 17:21:11, 3582 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ამერიკელი პარტნიორებისგან პოზიციის უფრო მკვეთრად ჩამოყალიბებას მოველი
ამერიკელი პარტნიორებისგან პოზიციის უფრო მკვეთრად ჩამოყალიბებას მოველი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ამერიკა და დასავლეთი სულ უფრო კრიტიკულია, თუმცა ისინი გამოიყენებენ დიპლომატიურ ენას, რაც ივანიშვილს არ ესმის. "სიმართლეა, რომ ამერიკელებიც და მთლიანად დასავლეთი სულ უფრო კრიტიკულია ივანიშვილის და მისი რეჟიმის მიმართ. მაგრამ, მე მინდა ვთქვა, რომ მაინც გამოიყენება დიპლომატიური ენა და ივანიშვილს და მის დამქაშებს არ ესმით დიპლომატიური ენა და ენის მოჩლექვა - არ ესმით! ამიტომ, რა თქმა უნდა, მე მოველი ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, როგორც ადამიანი, ვისაც დიდი ხანია აქვს კონტაქტები ამერიკაში, კიდევ უფრო მკვეთრ ჩამოყალიბებას პოზიციის და ნათლად განმარტებას იმისა, რომ საქმე გვაქვს ბოლომდე კორუმპირებულ, პრორუსულ რეჟიმთან, რომელიც ანადგურებს საკუთარ ხალხს, ჩართულია ათასგვარ საეჭვო კონბინაციაში და ვნებს ქართველი ხალხის ინტერესებს და მათ შორის, ვნებს ამერიკის და დასავლეთის ინტერესებს ჩვენს რეგიონში. ივანიშვილს დიპლომატიური ენა რა ესმის, ამიტომ მეც არ ვაპირებ ენის მოჩლექვას და უნდა ვთქვათ რაც არის. ჩვენ გვჭირდება გაგრძელება ამ კრიტიკის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო ზუსტი ფორმულირებები ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე. აქ უკვე აღარაა სხვადასხვა ფერები, აქ უნდა მოხდეს სრული შუის გაკრეფა და შავის და თეთრის გარჩევა. მე დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ, ასეც ჩამოყალიბდება, ყველაფერი იქითკენ მიდის. ტენდეცია სწორია, ველი კიდევ უფრო მეტ მკვეთრ პოზიციებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეფონით 27 ივლისს ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პომპეომ ხაზი გაუსვა ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას. პომპეომ გახარია ასევე სასამართლოს და საარჩევნო სისტემის პოლიტიზებაზე გააფრთხილა.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)