23:50 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-23 14:03:34, 3676 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - მაქსიმალურად ვათავისუფლებთ ველს და მაჟორიტარულ ოლქებზე დიდ პრეტენზიას არ გამოვხატავთ

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის მთავარი ამოცანა თანამშრომლობა და კოორდინაციაა.

მისი თქმით, მაქსიმალურად ათავისუფლებს ველს და მაჟორიტარულ ოლქებზე დიდ პრეტენზიას არ გამოხატავს.

„პირადად მე გეუბნებით, რომ ჩვენი გუნდის მხრიდან ველს მაქსიმალურად ვათავისუფლებთ იმისთვის, რომ სხვები შეთანხმდნენ. არ გამოვხატავთ დიდ პრეტენზიებს მაჟორიტარულ ოლქებზე ერთადერთი მიზნის გამო - განა მაგარი და ღირსეული ადამიანები არ გვყავს, არამედ იმიტომ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ შეთანხმებას.

ის ექვსი მაჟორიტარული ოლქი, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით თბილისში, ოპოზიციურ პარტიებს შორის საერთო მისწრაფებებს აჩვენებს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენი მთავარი მიზანია, საერთო ოპოზიციური ფორმატი არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, იმ სამომავლო კოალიციის ჩანასახების დანახვისთვის, რომელიც ასე უნდა ხალხს. ხალხი 60 პროცენტიმხარს უჭერს კოალიციურ მმართველობა. მზად ვარ ყველა ოპოზიციურ მაჟორიტარს დავუჭირო მხარი, რა თქმა უნდა, ესაა ჩემი მარტივი პოზიცია. მითუმეტეს, თუ ეს შეთანხმებული კანდიდატები იქნება, უფრო მარტივი იქნება მხარდასაჭერად“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics