|
2015-09-04 10:11:40, 676 ნახვა
სამართალი
კახა კახიშვილმა პრემიერს 200 ელექტრონული სამაჯურის შეძენის თხოვნით მიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ინფორმაციით, სასჯელის მოხდის ფორმად შინაპატიმრობა 2015 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება. კახიშვილმა პრემიერს თხოვნით მიმართა, შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად, 200 ერთეული ელექტრონული სამაჯურის შეძენის უფლება მისცეს. "ჩვენ კომისიურად გამოვავლინეთ კომპანია, რომელიც 30 ქვეყანაში, შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად ელექტრონულ სამაჯურებს აწარმოებს. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები ამ კომპანიასთან, ეს არის "სამი ემი" რომელიც რეგისტრირებულია აშშ-ში და როგორც აღვნიშნე 30 ქვეყანაში ხდება მათი სამაჯურებით ოპერირება. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის უზრუნველსაყოფად ჩვენ გთხოვთ რომ მოგვცეთ უფლება შევიძინოთ 200ერთეული შინაპატიმრობისთვის შესაბამისი სამაჯური. თავისი სერვერით, მომსახურებით ეს ჯდება 520 ამერიკული დოლარი. ჩვენ პირველ ეტაპზე დავიწყებთ ამას არასრულწლოვნებისთვის. ყველაზე ძვირადღირებულია სერვერი. როგორც კი ამ სერვერს ვიყიდით შემდეგ გადავალთ შინაპატიმრობაზე სხვებისთვის", - აღნიშნა კახიშვილმა. პრემიერმა კი, აქვე დასძინა: "გადავალთ პოლიტიკოსებზე".
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)