00:46 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-16 15:27:26, 3154 ნახვა

პოლიტიკა
ბათუმის მერი თანამდებობიდან გადადგომაზე - არავითარი იძულების ან ძალდატანების ფაქტს ადგილი არ ჰქონია

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის განცხადებით, მისი თანამდებობიდან გადადგომა არავითარ იძულებას და ძალდატანებას არ უკავშირდება.

როგორც კომახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას საკმაოდ ღირსეული შემოთავაზებები აქვს სახელმწიფოს მხრიდან.

„ჩემი მხრიდან ნებისმიერი ტიპის სხვა გადაწყვეტილება ვფიქრობ, რომ იქნებოდა დამაზიანებელი ქალაქისათვის, მოქალაქეებისათვის და იმ მნიშვნელოვანი პროექტებისათვის, რომლებიც ახლა მიმდინარეობს. დამაზიანებელში მე ვგულისხმობ მხოლოდ და მხოლოდ ერთ ფაქტორს, რომ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას ახლა ქალაქი, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე, საბიუჯეტო შემოსვლების დანაკლისის ფონზე. ახლა საჭიროა ერთიანობა, გუნდურობა მაქსიმალურად გვერდში დადგომა“, - განაცხდა ლაშა კომახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე დარჩება თუ არა ის კვლავ „ქართულ ოცნებაში“, მერი ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ამ კუთხით კონსულტაციები დასრულებული არ არის.

„იმასაც გეუბნებით, რომ მაქვს საკმაოდ ღირსეული შემოთავაზებები იგივე სახელმწიფოს მხრიდან. არავითარი იძულების ან ძალდატანების ფაქტს ადგილი არ ჰქონია ან მცდელობას. იყო კონსულტაციები, იყო ამ საკითხის ზოგადი განხილვა სხვადასხვა ასპექტში“, - განაცხადა კომახიძემ.

ცნობისთვის, დღეს ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე და ვიცე-მერი, ჯაბა ტუღუში თანამდებობიდან გადადგნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics