01:49 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-16 12:07:57, 3328 ნახვა

პოლიტიკა
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 59 დასახლებულ პუნქტს მიენიჭა - მათგან 19 საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე პუნქტია

სოციალური დატვირთვის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ დღეს მივიღებთ და ვიმსჯელებთ, ეს გახლავთ მაღალმთიანი სტატუსის მინიჭება კიდევ 59 დასახლებული პუნქტისთვის ეს გახლავთ: გორის, დუშეთის, თიანეთის, ასპინძის და დმანისის მუნიციპალიტეტები,  - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გურიაში გომის მთაც მიიღებს ჯერ დასახლებული პუნქტის,  შემდგომ უკვე მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის სტატუსს.

„ფაქტობრივად გამოდის, რომ 246 000 ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ამ სტატუსით უკვე სარგებლობს მიემატება 26 000 მოქალაქე.  ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამასთან ერთად დუშეთის და გორის მუნიციპალიტეტებში ეს იქნება 19 დასახლებული პუნქტი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რაც ასევე, მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი ძველი თემა, გურიაში გომის მთა ასევე მიიღებს ამ სტატუსს და ამ კუთხით სამართლიანობა აღდგება, დასახლებული პუნქტის სტატუსს და შემდგომ უკვე მაღალ მთიანი დასახლებული პუნქტის სტატუსს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics