|
2020-06-15 16:13:53, 1324 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 19 ივნისიდან საკონსტიტუციო ცვლილებების საკომიტეტო განხილვა დაიწყება
19 ივნისიდან საკონსტიტუციო ცვლილებების საკომიტეტო განხილვა დაიწყება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან პირობა შესრულდება და ცვლილებებს მხარს დაუჭერენ. „მომდევნო კვირა არის სასესიო კვირა და ეს არის საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული კვირა. შემდგომში უკვე ჩვენ მოგვიწევს რიგგარეშე სესიის ფარგლებში მუშაობა ივლისში. მოგეხსენებათ, რომ წინ გვაქვს მნიშვნელოვანი კანონპროექტები საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული და სხვა არაერთი პრიორიტეტული საკითხი. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვვლილებების საყოველთაო საჯარო განხილვას, პრაქტიკულად, ის დასრულდა ამ კვირაში. საჯარო განხილვების ვადა, რომელიც კანონმდებლობითა არის მოცემულია, ერთთვიანი, მთავრდება 18 ივნისს, შესაბამისად, 19 ივნისიდან შეგვიძლია გადავიდეთ საკომიტეტო განხილვებზე, ასევე ჩავატაროთ კენჭისყრები, რაც, მაღალი ალბათობით, როგორც გვაქვს დაგეგმილი, ივნისის ბოლომდე წესით უნდა დასრულდეს. ჩვენი პირობა, რა თქმა უნდა, შესრულდება, ამ ცვლილებებს ექნება ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა და ამის შემდეგ ჩვენ უკვე დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ეხება საარჩევნო კოდექსს და პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც ეუთო/ოდირმა მისცა საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით, რაზეც შეთანხმება მიღწეულია სამუშაო ფორმატის ფარგლებში, ასევე ასახული იქნება ამ ცვლილებებში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მარგუს ცაჰკნა - ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას
გახარია საქართველოსთვის - ცინიკურია, რომ ოცნება ოკუპაციასა და ოკუპაციის მსხვერპლ მოქალაქეებზე მეტად ე.წ. რუსოფობიის გამო სწუხან
ნორვეგიის საგარეო უწყება - საქართველოში, 18 წლის შემდეგაც კი, ოკუპაცია გრძელდება
ბაიბა ბრაჟე – ლატვია ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)