13:48 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-13 21:49:34, 1824 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძის განცხადებით, თუ Covid-19-ის მეორე ტალღა 31 ოქტომბრამდე იქნება, შესაძლოა არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს

უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ Covid-19-ის  მეორე ტალღა 31 ოქტომბრამდე იქნება, შესაძლოა არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს.

„შეიძლება არ მოგვცეს გარკვეულ ვითარებაში არჩევნების ჩატარების საშუალება. თუ ასეთი ვითარება დადგა და მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე პერიოდს, ამ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.

ბუნებრივია თუ ეს მოხდა ოქტომბერში და აუცილებელი გახდა ამის საჭიროება, ამ შემთხვევაში ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები და ჩატარდება პირობითად დეკემბერში და ეს არსებით საფრთხეს არ შეუქმნის დემოკრატიულ პროცესს. თეორიულად ეს შესაძლებელია.

თუ 21 ნოებრამდე არ იქნება მეორე ტალღა, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად ტარდება არჩევნები, მაგრამ თუ 31 ოქტომბრამდე მოუწია მეორე ტალღა ამ შემთხვევაში სასწორზე დგას ორი რამ - ეპიდემიის გავრცელება და არჩევნების ჩატარების თარიღი“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ირაკლი კობახიძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics