|
2020-06-12 15:00:35, 2049 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - თავდაცვის ძალების ყველა რეგულარული ქვედანაყოფი M-4 ტიპის შაშხანებით აღიჭურვება
საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, თავდაცვის ძალების გაძლიერებისა და განვითარებისთვის დღეს უკვე განხორციელდა რეფორმები და გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები. „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მალე რეალობად იქცევა, M-4 ტიპის შაშხანებით თავდაცვის ძალების ყველა რეგულარული ქვედანაყოფის აღჭურვას შეეხება. M-4 ტიპის შაშხანებთან ერთად დამატებით საბრძოლო ქვედანაყოფები სრულად აღიჭურვებიან ნატოს სტანდარტების თანამედროვე შეიარაღებით. ეს შესყიდვა შესაძლებელი იქნა ჩვენს მიერ, 2006-07 წლებში, ერაყში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში, საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობისთვის, საქართველოს მთავრობისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი აუთვისებელი თანხებიდან, რომელიც დაახლოებით 22 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის კონტექსტში მინისტრმა ის ძირითადი მიმართულებები გამოყო, რაც თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზეა ფოკუსირებული. მან განსაკუთრებული აქცენტი ამერიკული წარმოების ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინზე“ გააკეთა. „ეს არის იარაღი, რომლის შესყიდვაც სრულიად წარმოუდგენელი იყო წინა, ე.წ. პროდასავლური ხელისუფლების დროს. ჩვენ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ დამატებით განვახორციელოთ ახალი პარტიის შეძენა, რითიც მთლიანად დაკომპლექტდება თავდაცვის ძალები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მოხსენებისას თავდაცვის მინისტრმა ლოჯისტიკური და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებაზეც იმსჯელა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულების საჭიროება მკაფიოდ გამოიკვეთა პანდემიის საპრევენციო აქტივობებში. „ჩვენ ჯარს საკმაოდ მოძველებული სპეცტექნიკით უწევს გადაადგილება და სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რაც არ შეესაბამება სტანდარტს და ვგეგმავთ 480 ერთეული სპეციალური ტექნიკის შეძენას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)