15:46 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-04 15:42:29, 2999 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი - ოპოზიციის ნაწილი 3%-იანი ჯგუფები არიან და იციან, რომ კონკურენციის გაწევის შანსი არ აქვთ

ოპოზიციის ნაწილი არის სამპროცენტიანი ჯგუფი და იციან, რომ კონკურენციის გაწევის შანსი არ აქვთ, ამიტომ ახლა მიმართავენ ცირკს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე საუბარი არსერიოზულია.

„ამ ჯგუფებმა რა ტიპის კანდიდატებზეც არ უნდა ისაუბრონ, ეს მიდგომა მათი მხრიდან არასერიოზულია. არავითარი ხედვა არ წარმოუდგენიათ, არავითარი ღირებულებითი ერთიანობა მათ არ აკავშირებთ. საზოგადოებამ იცის, რომ ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ არსებული დესტრუქციული ჯგუფები. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. შესაბამისად, არასერიოზულია, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით საუბარი დაიწყეს. ჯერ შესთავაზონ საზოგადოებას, რა სტრატეგია აქვთ, შემდეგ არჩევნებზე მოვიდნენ. ოპოზიციის ნაწილი არის სამპროცენტიანი ჯგუფი და იციან, რომ კონკურენციის გაწევის შანსი არ აქვთ, ამიტომ ახლა მიმართავენ ცირკს, ვიცით, რომ არ სურთ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ და საბაბად სხვადასხვა საკითხს იყენებენ. არასერიოზულია მათი ასეთი სცენები. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები წარმოადგინონ და შემდეგ ვიმსჯელოთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics