16:43 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-29 17:50:19, 1529 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ოპოზიციას - დაიღალეთ ეტყობა კოლეგებო და ვეღარ თოკავთ ეგოს

როგორც ჩანს, ზოგიერთ ჩვენს კოლეგას ემოციები ძლევს, დაიღალეთ ეტყობა კოლეგებო და ვეღარ თოკავთ ეგოს, სამწუხაროდ, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებს.

როგორც მან აღნიშნა, უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პარლამენტის ტრიბუნა ემოციური უშინაარსო გამოსვლისთვის გამოიყენება.

„მიუხედავად ყველაფრისა, აქ რაც ითქვა, ჩვენ დღეს აქ ვდგავართ მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის, ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ჩვენი პასუხისმგებლობის უმაღლესი დონის დასაფიქსირებლად, ეს ერთი. მეორე - ჩვენ პატივს ვცემთ კანონს, რეგლამენტს და პარლამენტს. მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა ითქვას აქ და მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, ზოგიერთ ჩვენს კოლეგას ემოციები ძლევს, დაიღალეთ ეტყობა კოლეგებო და ვეღარ თოკავთ ეგოს, სამწუხაროდ, მეორე შემთხვევაა, როდესაც პარლამენტის ტრიბუნა გამოიყენება ემოციური უშინაარსო გამოსვლისთვის, რომლის უკანაც პოლიტიკური ლოზუნგების გარდა საერთოდ კითხვა არ არის, არ ჩანს ყოველ შემთხვევაში. ჩავთვალოთ, რომ ეს კითხვა ბუნებაში საერთოდ არ არსებობს. ეს ინტერპელაცია პოლიტიკური სპეკულირების ფორმას იღებს, თუმცა არაუშავს“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
„ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ უკანონო ნაბიჯს სამართლებრივი და პოლიტიკური გზით დაუპირისპირდება
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics