20:35 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-19 14:32:11, 1315 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე - ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რამდენი კანდიდატი ეყოლება „ევროპულ საქართველოს“

„რამდენი კანდიდატი ეყოლება „ევროპულ საქართველოს“, ჯერჯერობით ამაზე ნაადრევია საუბარი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები და მისი მხრიდან რიცხვების დასახელება კორექტული არ იქნება.

„ძალიან კარგია, რომ ოპოზიციურ პარტიებში არსებობს ურთიერთგაგება იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა იყოს შეთანხმებული მაჟორიტარები და ხელისუფლებას არ ექნება იმის ფუფუნება, რომ ოპოზიციის ხმები გაიყოს. ანუ საარჩევნო ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში იქნება ოპოზიციის ერთი კანდიდატი. რაც შეეხება იმას რამდენი კანდიდატი ეყოლება „ევროპულ საქართველოს“, ჯერჯერობით ამაზე ნაადრევია საუბარი ორი მიზეზის გამო. ჩვენ არ ვიცით რამდენი მაჟორიტარული ოლქი იქნება. თუ შეთანხმება 8 მარტის შესრულდა და მიღებული იქნა ახალი საარჩევნო პროპორციები უნდა გადანაწილდეს 30 საარჩევნო ოლქი. თუ არ შესრულდა ჩვენ მზად ვართ არსებული სისტემითაც, 73 მაჟორიტარის პირობებშიც, გავიდეთ შეთანხმებაზე. მიმდინარეობს ჯერ კონსულტაციები და არ იქნება კორექტული ჩემგან კონკრეტული რიცხვების დასახელება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics