21:03 - 18 Aug, 2026
|
2015-08-20 22:34:04, 1387 ნახვა
მსოფლიო
ალექსის ციპრასი გადადგომას აპირებს
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი გადადგომას აპირებს. ამის შესახებ მან ერისადმი საგანგებო ტელემიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, მან ქვეყნის პრეზიდენტს პროკოპის პავლოპულოსს გადადგომისა და სექტემბერში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თხოვნით უკვე მიმართა. ციპრასის განცხადებით, მასთან ერთად საბერძნეთის მთელი მინისტრთა კაბინეტიც გადადგა. პრემიერის განცხადებით, მას საკუთარი მიღწევები ბერძენი ხალხის სამსჯავროზე გამოაქვს და ქვეყნის განვითარების არჩევანის გაკეთებას სთავაზობს. ვადამდელი არჩევნები, სავარაუდოდ, 20 სექტემბერს დაინიშნება. ალექსის ციპრასი საბერძნეთის მთავრობას 2015 წლის 25 იანვრიდან ხელმძღვანელობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)