|
2020-05-16 16:10:23, 1827 ნახვა
პოლიტიკა
ანდრიუს კუბილიუსმა გიგი უგულავასთან ონლაინ შეხვედრა გამართა
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტის წევრმა და ლიტვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა „ევროპული საქართველოს“ გენერალურ მდივან გიგი უგულავასა და პარლამენტის წევრ გიორგი კანდელაკთან ვირტუალურ ფორმატში შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, საუბრისას კუბილიუსმა გიგი უგულავას გათავისუფლება მიულოცა და 8 მარტს ოპოზიციასა და მთავრობას შორის დადებული შეთანხმობის სრულიად განხორციელების, მათ შორის გიორგი რურუას გათავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „გიგი უგულავამ ანდრიუს კუბილიუსს საქართველოს დემოკრატიული განვითარების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევმნების შემდეგ, ევროკავშირთან უფრო აქტიურ დაახლოებას შეძლებს. საუბრისას, ასევე, განიხილეს მომავალი საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო მონიტორინგისა და ქვეყნის წინაშე მდგარი რისკების შემცირების გზები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)