22:47 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 22:33:39, 2175 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილი - ივანიშვილმა ოპოზიციონერების მრავალი წლით დაპატიმრების დაპირებაც ვერ შეასრულა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ კიდევ ბევრ ოპოზიციონერს მრავალი წლით ციხეში გაუშვებდა და ეს დაპირებაც ვერ შეასრულა.

ოქრუაშვილმა ოპოზიციის ყველა ლიდერს, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს მადლობა გადაუხადა.

„ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ კიდევ ბევრ ოპიზიციონერს მრავალი წლით ციხეში გაუშვებდა და ეს დაპირებაც ვერ შეასრულა, ხომ ხედავთ. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა 8 მარტის შეთანხმების გაფორმებაში, რომლის ნაწილიც, რა თქმა უნდა, ჩვენი გათავისუფლება იყო. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ოპოზიციის ყველა ლიდერს და განსაკუთრებულ მადლობას ვეუბნები ამერიკის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს, ასევე ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს. რომ არა მათი ძალისხმევა, მათი შეფასებები, ალბათ ეს შედეგი არ დადგებოდა. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს და გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს. ეს შეთანხმება არ არის შეთანხმება საარჩევნო ცვლილების პროცესის შესახებ, ეს შეთანხმება არ არის შეთანხმება არჩევნების შესახებ, ეს არის შეთანხმება საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის შესახებ“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics