22:47 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 20:16:43, 2054 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - პოლიტიკოსს, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის სასჯელს იხდის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება, იგი დამნაშავე პოლიტიკოსია

საქარათველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პოლიტიკოსს, რომელიც მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის ციხეში სასჯელს იხდის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება.

მისი თქმით, შეწყალება არ ნიშნავს სასამართლო განაჩენის გადასინჯვას, რადგან დამნაშავე დამნაშავედ რჩება და დანაშაულისგან არ თავისუფლდება.

„ წინა ხელისუფლების მიერ ასეულობით პოლიტპატიმრებით ციხეების გადავსების მაგივრად, დღეს საბედნიეროდ, ვცხოვრობთ დემოკრატიულ საქართველოში.  გასაგები რომ იყოს, პოლიტიკოსს, რომელიც მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის ციხეში სასჯელს იხდის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება. იგი მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკოსია. ამ თემით სპეკულირება ქვეყნის დისკრედიტაციას ემსახურება. ამდენად, სრულიად მიუღებელია და უნდა დასრულდეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ​გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტს გამოსცემს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics