|
2020-05-13 16:22:32, 1507 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - თუ ივანიშვილი პოლიტპატიმრებს არ გამოუშვებს, „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, თუ ივანიშვილი პოლიტპატიმრებს არ გამოუშვებს, „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, სრული ოპოზიციური სპექტრი თანხმდება იმაზე, რომ აღნიშნული შეთანხმების დარღვევაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. „ჩვენ მივიღეთ ერთობლივი განცხადება, სადაც კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ 8 მარტის შეთანხმებას აქვს ორი კომპონენტი და რომ ორივე კომპონენტსი შესრულება არის მნიშვნელოვანი. ერთი ეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს და საარჩევნო სისტემას, ხოლო მეორე - პოლიტპატიმრების გამოშვებას და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას. ბიძინა ივანიშვილს ძალიან უნდა რომ ოპოზიციურ ფორმატში და ოპოზიციურ ძალებს შორის შეიტანოს განხეთქილება, რომ გარკვეული კაკაფონია შეიქმნას პოლიტიკურ სპექტრზე, მაგრამ ის ამას ვერ მიიღებს. ის არის და დარჩება მარტო, რადგან სიმართლე არის ჩვენს მხარეს. გამომდინარე იქიდან, რომ შეთანხმებას აქვს ორი ნაწილი, ის ან სრულდება მთლიანად ან ამ შეთანხმებას შლის ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, თუ ბიძინა ივანიშვილი არ უშვებს პოლიტპატიმრებს, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც წარმოდგენილი ვართ პარლამენტში და მე ვსაუბრობ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რადგან ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან 8 მარტის შეთანხმების დარღვევა. სრული ოპოზიციური სპექტრი ვთანხმდებით იმაზე, რომ სრული პასუხისმგებლობა აღნიშნული შეთანხმების დარღვევაზე ეკისრება ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)