00:02 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-13 11:55:16, 1368 ნახვა

პოლიტიკა
სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებს ტრანსპორტის ზეგავლენის შეფასების მომზადების ვალდებულება ეტაპობრივად მოეხსნებათ

სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებს ტრანსპორტის ზეგავლენის შეფასების მომზადების ვალდებულება ეტაპობრივად მოეხსნებათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროცესის  დაკვირვებასა და შემდგომ უკვე გადაწყვეტილების მიღებას თბილისის მერია დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე განახორციელებს.

„დაახლოებით, ორი წლის წინ ჩვენ შემოვიღეთ ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასება, ყველა სამშენებლო პროექტის განხორციელებისათვის, რათა მიგვეღო სრული ინფორმაცია, რამდენად გამტარუნარიანია კონკრეტული ქუჩა, როდესაც ახალაშენებულ კორპუსში პირობითად, 500 ოჯახი შესახლდება. ამას წლების განმავლობაში დეველოპერებს არავინ სთხოვდა. ჩვენ დავიწყეთ მოთხოვნა ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასების, რაც გვაძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ სწორად განგვესაზღვრა, რამდენად შეესაბამებოდა ინვესტორის მხრიდან  მოთხოვნილი პროექტი არსებულ და სამომავლო მდგომარეობას. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, მთელი ქალაქის მასშტაბით, უკვე გვაქვს სრული ინფორმაცია, რომ თავად განვსაზღვროთ თუ რა მასშტაბის პროექტები უნდა განხორციელდეს, როგორი იქნება სატრანსპროტო შეფასება კონკრეტულ პროექტებზე. აქამდე ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასების გაკეთებას ინვესტორს, დეველოპერს ვთხოვდით. მერიაში ორი წლის განმავლობაში, დაგროვდა საკმარისი მონაცემები, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამიერიდან, ეს დამოკიდებულება შევცვალოთ, თითოეული წარმოდგენილი მოთხოვნის დაკვირვება თავად ვაწარმოოთ და გადაწყვეტილებაც მივიღოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, იყო შემთხვევები, როდესაც თბილისის მერიაში ხარვეზიანი დოკუმეტები შემოდიოდა, რაც აღნიშნული მიმართულებით დამატებით პრობლემებს ქმნიდა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics