15:28 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-13 11:10:44, 5552 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 6 მოზარდი გამოჯანმრთელდა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 6 მოზარდი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, გამოჯანმრთელებულებმა უკვე დატოვეს კლინიკა.

„ჩვენთან ამ ეტაპზე მკურნალობს 34 პაციენტი. აქედან 33 არის დადასტურებული და ერთი არის შესაძლო შემთხვევა, რომელსაც გამოკვლევას ვუტარებთ და ვნახოთ. რვა ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ჩვენთან ორი შემთხვევა შემოიყვანეს. ორივე შემთხვევა არის საკარანტინე სივრციდან.

გამოჯანმრთელდა და გაეწერა გუშინ 6 პაციენტი, ანუ 97 პაციენტია ჩვენთან გამოჯანმრთელებული. ექვსივე არის მოზარდი და მათ დატოვეს კლინიკა დამაკმაყოფილებელ მდგომაროებაში“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მანვე ისაუბრა კრიტიკულ პაციენტზე და აღნიშნა, რომ სამი დღეა რაც მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჯერ რაიმეს პროგნოზირება ნაადრევია.

„ჩვენი კრიტიკული პაციენტი, რომლის მდგომარეობა დასტაბილურებულია უკვე მესამე დღეა, თუმცა ჯერჯერობით მისი მდგომარეობის პროგნოზირება შეუძლებელია. ერთი -ორი დღეც თუ მისი მდგომარეობა ასეთი სტაბილური იქნება, შეიძლება ვილაპარაკოთ მის გამოჯანმრთელებასა და კარგ პროგნოზზე, თუმცა ჯერ ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. ორი-სამი დღე გვინდა კიდევ რომ დავაკვირდეთ“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ სამი მძიმე პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და ახლა ისინი საშუალო სიმძიმის პაციენტებს მიეკუთვნებიან.

„სამი მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და მძიმეთა სიიდან ამოღებულია და ამ ეტაპზე როგორც საშუალო სიმძიმის პაციენტები, ისე მოიაზრებიან. ამ ეტაპზე ჩვენთან ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები მკურნალობენ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics