|
2020-05-11 19:28:33, 1396 ნახვა
პოლიტიკა
მეზვრიშვილი - გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და ღია მმართველობა ჩვენთვის კრიზისის მართვის სტრატეგიის ფუნდამენტური პრინციპებია
საგანგებო მდგომარეობის დროს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მნიშვნელობაზე, გამოწვევებსა და საქართველოს მთავრობის მიდგომაზე ისაუბრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ვიდეოკონფერენციისას, რომელიც ღია მმართველობის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრისას ხაზი გაესვა მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას - მოქალაქეებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალების დანერგვით. ნათია მეზვრიშვილმა ვრცლად ისაუბრა ღია მმართველობის განახლებულ პროცესზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიერ ღია მმართველობის პრინციპების შეუქცევადი მხარდაჭერა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კრიზისული სიტუაციის შედეგად გამოწვეული დაყოვნების მიუხედავად, მთავრობა ღია მმართველობა - საქართველოს ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოებასთან და მზადაა ამ კუთხით კონსულტაციების ახალი ეტაპის გამართისთვის. ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და ღია მმართველობა სახელმწიფოს მიერ კრიზისის მართვის სტრატეგიის ფუნდამენტური პრინციპებია. მისივე თქმით, მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს განვითარების პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რათა გატარებული ზომები საზოგადოების მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს პასუხობდეს. ღია მმართველობის კვირეულის ფარგლებში ორგანიზებულ ციფრულ ფორუმში, რომლის თემაც პანდემიის გათვალისწინებით არის - Open Response, Open Recovery, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წევრი ქვეყნები მონაწილეობენ. ინიციატივას უერთდება საქართველო. ღია მმართველობის პარტნიორობა საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 78 ქვეყანას აერთიანებს. მისი მიზანია მთავრობათა ღიაობის, ანგარიშვალდებულებისა და მთავრობის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)