16:19 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-10 08:42:50, 10253 ნახვა

ომი უკრაინაში
დიდიხნის შემდეგ უჰანში COVID-19 -ით ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

ჩინეთის ქალაქ უჰანში საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა, COVID-19 -ით ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა.
ჰუბეის პროვინციაში სულ გამოვლინდა დაინფიცირების 17 ახალი შემთხვევა, ყველა პაციენტი ვირუსის უსიმპტომო მატარებელია. - პროვინცია ჰუბეის ჯანდაცვის კომიტეტის ცნობით, უჰანში დაავადებული პაციენტი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. მთელ პროვინციაში, ექიმების დაკვირვების ქვეშ 616 ადამიანი იმყოფება.
ორი ათეული დღის განმავლობაში, ჰუბეის პროვინციაში და ქალაქ უჰანში კორონავირუსით დაავადების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. 
გასული დღეღამის განმავლობაში ჩინეთში დაავადების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის უმრავლესობა უსიმპტომო მატარებელია.
შეგახსენებთ, რომ ეპიდემია უჰანში აფეთქდა. ჰუბეის პროვინციაში, რომელსაც ქალაქი უჰანიც მიეკუთვნება  68 129 დაინფიცირებული იყო, მათ შორის უჰანში, 50 334 - აქედან 4512 ადამიანი გარდაიცვალა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics