|
2020-05-10 08:07:00, 1377 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა ჩრდილს აყენებს ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ თანამშრომლობას
„ეს გადაწყვეტილება იყო ძალიან გაუგებარი და ეს საკადრო გადაწყვეტილება, უდაოდ, ჩრდილს აყენებს ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ თანამშრომლობას",- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას. არჩილ თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა იმ წერილზეც, რომლითაც მან უკრაინელ კოლეგას მიმართა. „ჩვენ მივმართეთ უკრაინის რადას, რომელმაც შემდგომ დღის წესრიგიდან მოხსნა მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი და ის აღარ დაამტკიცა უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე, რომელიც მაღალი პოლიტიკური პოსტია ქვეყანაში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. "უკრაინის პრეზიდენტმა ამის შემდეგ ის დანიშნა საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელად და კომენტარიც მოვისმინეთ, რომ უკრაინის მთავრობა თავად წყვეტს სად დანიშნოს თავისი მოქალაქეები. მეორეს მხრივ, როცა ეს სხვა ქვეყნის მოქალაქე ყოველდღიურად ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, გეგმავს დესტაბილიზაციას და დესტრუქციით არის დაკავებული, საინტერესოა, რა პოზიცია ექნება უკრაინულ მხარეს ამ შემთხვევაში. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე ბრალდებებით არის გასამართლებული საქართველოში" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისივე თქმით, მომდევნო თვეებში, უკრაინული საზოგადოება დაინახავს, თუ ვინ დანიშნეს რეალურად სააკაშვილის სახით რეფორმების საბჭოს თავმჯდომარედ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)