|
2020-05-08 16:20:21, 1194 ნახვა
პოლიტიკა
საბერძნეთი საქართველოსთან უსაფრთხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე მზაობას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი დღეს საბერძნეთის პრეზიდენტს, კატერინი საკელაროპულუსის კორონავირუსთან დაკავშირებით ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა. საუბრისას პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველოში და საბერძნეთში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა და აღნიშნეს, რომ ორივე ქვეყანამ პანდემიასთან ბრძოლისას ეფექტური და სწრაფი ზომები განახორციელა, ახლა კი, შემდეგი გამოწვევა ახალი ეტაპი - ეკონომიკის გახსნაა. საქართველოსა და საბერძნეთის პრეზიდენტებმა იმ სირთულეებზე ისაუბრეს, რომელიც პანდემიამ ტურიზმის სფეროში, როგორც ორივე ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორში შექმნა. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, კრიზისის შემდგომ პერიოდში ქვეყნებს შორის თანამშრომლობა უსაფრთხო ტურიზმის განვითარების საკითხში, რადგან ორივე ქვეყანა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებულია ტურიზმზე. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნას უსაფრთხო ტურიზმის კონცეფცია, როგორც ევროკავშირის, ასევე, საერთაშორისო ტურიზმის ორგანიზაციის რჩევების გათვალისწინებითა და სტანდარტებით. როგორც საბერძნეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, საბერძნეთი უკვე ფიქრობს სწორედ სანიტარული წესების დაცვით უსაფრთხო ტურიზმის ამოქმედებაზე. აღინიშნა, რომ საინტერესო იქნება საქართველოსა და საბერძნეთს შორის სწორედ ამ სტანდარტების დაცვით დაიგეგმოს უსაფრთხო ტურიზმის განვითარება. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების საკითხი განიხილა და აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის პერიოდი ის დროა, როცა საქართველომ ურთიერთობა უნდა გააძლიეროს ევროკავშირთან. საქართველოს პრეზიდენტმა საბერძნეთის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)