|
2020-05-08 12:56:30, 1083 ნახვა
პოლიტიკა
მელია სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების ხელმძღვანელად დანიშვნაზე - საფუძველი ჩაეყარა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას
საფუძველი ჩაეყარა უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების ხელმძღვანელად დანიშვნის საკითხს. მისი თქმით, გუშინდელი დღე ორივე ქვეყნისათვის ისტორიული და მასშტაბური იყო. „ცხოვრებაში არის დღეები და მოვლენები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ერთნაირ გრძნობას აღუძრავს. გრძნობას სიამაყისა, გრძნობას თანადგომისა, გრძნობას მხარდაჭერისა, გულშემატკივრობისა, გრძნობას ურთიერთპატივისცემისა ან თუნდაც სოლიდარობისა. თუმცა არის დღეები, როდესაც შეფასებებში ჩვენ გვაქვს გადაჭარბებები. გადაჭარბებით ვაფასებთ ამა თუ იმ ცალკე აღებულ პიროვნებას თუ მოვლენას. ახლა როდესაც ვდგავარ თქვენს წინაშე ვგრძნობ, რომ არასოდეს არ ვლაპარაკობ და არც ვისაუბრებ გადაჭარბებულად. განა გადაჭარბებულად იქნება ნათქვამი თუკი ვიტყვი ჩემის მხრიდან, რომ გუშინ, უკრაინასა და საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არ იყო რიგითი კალენდარული დღე. გუშინდელი დღე იყო ძალიან მასშტაბური, ისტორიული მნიშვნელობის დღე თავისი მიღებული გადაწყვეტილებით. როგორც არასოდეს, გუშინ საფუძველი ჩაეყარა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, 45 მილიონიანი სახელმწიფოს, უკრაინის რეფორმირებას განვითარების გზაზე. დასაბამი დაედო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას“, - განცხადა ნიკა მელიამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)