|
2020-05-05 15:47:19, 1641 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე - ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს პრემიერთან, მთავრობის ქმედებების შესახებ და იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც ეკონომიკაში დგამენ
ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს პრემიერ-მინისტრთან მთავრობის ქმედებების შესახებ და იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც ისინი ეკონომიკაში დგამენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, პრემიერმა ოპოზიციის კითხვებს ორჯერ აარიდა თავი და პარლამენტში არ გამოცხადდა, რის გამოც მათი კითხვები პასუხგაუცემელი რჩება. „ორივეჯერ საგანგებოს გამოცხადების დროს პრემიერმა თავი აარიდა პარლამენტში მოსვლას, ამიტომ ბუნებრივია ჩვენი შეკითხვები რჩება, ამ კითხვების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, როდესაც ვხედავთ მთავრობის მიერ ეკონომიკაში გადადგმულ ნაბიჯებს. ევროპულ საქართველოს ექნება მასთან ძალიან ბევრი კითხვა, რომელიც უკავშირდება მთავრობის მოქმედებებს, თუ რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ მოსახლეობას გაუადვილდეს საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული უმძიმესი შედეგების გადალახვა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს. ოპოზიციური პარტია პრემიერს საკანონმდებლო ორგანოში 29 მაისს ელოდება.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)