03:33 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-04 15:20:30, 1567 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში მოქმედ ანტიკორონავირუსულ აპლიკაციაზე „Stop Covid“ სტატია ფრანგულ გამოცემებში გამოქვეყნდა

საქართველოში მოქმედ ანტიკორონავირუსულ აპლიკაციაზე «Stop Covid» სტატია არაერთ ფრანგულ გამოცემაში გამოქვეყნდა. მსგავსი ტიპის აპლიკაციებზე ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც საფრანგეთში მსგავსი აპლიკაციის გაშვება დაანონსდა.

გამოცემა Zdnet.fr-ის ინფორმაციით, «Stop Covid» აპლიკაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიქმნა ავსტრიული არასამთავრობო ორგანიზაცია Novid20-თან და კომპანია Dolphin Technologies-თან თანამშრომლობით.  ის იმავე პრინციპით მუშაობს, როგორც ფრანგული აპლიკაცია იმუშავებს - თითოეულ მომხმარებელს ანიჭებს უნიკალურ იდენთიფიკატორს და ინფორმაციას დაშიფრული სახით, ინახავს მათივე მობილურ ტელეფონში. თუმცა გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ფრანგულისგან განსხვავებით ქართული «Stop Covid» აპლიკაციის მომხმარებლებს შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ, როდის და რა ინფორმაცია გასცენ. ფრანგებისთვის განკუთვნილი აპლიკაცია წესით 11 მაისიდან გახდება ხელმისაწვდომი.

გამოცემა, აპლიკაციასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის განცხადების ნაწილსაც აქვეყნებს - „აპლიკაცია არის ძალიან ზუსტი და მარტივი გამოსაყენებლად, იგი დაგვეხმარება გაცილებით უფრო სწრაფი რეაგირების განხორციელებაში. ჩვენ გვსურს პაციენტების არსებული საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკით უზრუნველყოფა და შესაბამისად დაავადებასთან, ყველა არსებული შესაძლებლობებით,  ბრძოლა“.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics