|
2020-04-27 17:36:02, 1852 ნახვა
პოლიტიკა
EBRD-მა 38 ქვეყნის დასახმარებლად, 4 მილიარდი ევროს ოდენობის „სოლიდარობის პაკეტი" გამოყო
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ლარის ლიკვიდობის ხელშესაწყობად, საქართველოს ეროვნული ბანკის (NBG) მხარდაჭერით, ადგილობრივ ვალუტაში კერძო სექტორისთვის დაფინანსებას ზრდის. საყურადღებოა ისიც, რომ EBRD-მ 4 მილიარდი ევროს ოდენობის „სოლიდარობის პაკეტი" გამოყო, რათა დაეხმარეოს მსოფლიოს 38 ქვეყნის ეკონომიკასა და თავის კლიენტებს. აღსანიშავია, რომ ამ 38 ქვეყანაშია საქართველოც. „EBRD-მა და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააფორმა სავალუტო სვოპ ხელშეკრულება აშშ დოლარი/ლარზე, რომლის საშუალებითაც EBRD-ს ექნება საიმედო წვდომა ლარის ლიკვიდურობაზე და შეძლებს განაგრძოს ადგილობრივი ვალუტით სესხის გაცემა კომპანიებისათვის, რომლებიც დროებით სირთულეებს განიცდიან. მხარეებმა პირველი გარიგება 2020 წლის 24 აპრილს დადეს. EBRD-მ გამოყო სასწრაფო დახმარების "სოლიდარობის პაკეტი" 4 მილიარდი ევროს ოდენობით, როგორც ქმედითი ნაბიჯი მისი კლიენტების დასახმარებლად, მსოფლიოს 38 ქვეყნის ეკონომიკისათვის, მათ შორის საქართველოში არსებული კომპანიებისთვისაც. EBRD-ის მხარდაჭერა მოიცავს ეროვნული ვალუტით ვაჭრობის დაფინანსებას, გადაუდებელი ლიკვიდობისა და სამუშაო კაპიტალის მიწოდებას კერძო სექტორის კლიენტებისთვის ჰოსპითალითის (hospitality), ჯანდაცვისა და აგრობიზნესის სექტორებში, EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მისი საქმიანობის დაწყების შემდეგ, ბანკმა 3.7 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია მოახდინა 249 პროექტში ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში. ამ ინვესტიციების 87% კი კერძო სექტორზე მოდის“, - ვკითხულობთ ეროვნული ბანკის განცხადებაში.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)