|
2020-04-22 10:17:54, 2232 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები უკბილო აფთრები არიან, რომლებიც 8 წელია ნადირობენ, მაგრამ ვერაფერს მოინადირებენ
„ყველა ობიექტური დამკვირვებელი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ხედავს, რომ პროცესები წარიმართება წარმატებით დღემდე და ასეც გაგრძელდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, უმჯობესი იქნება, თუ ესა თუ ის პოლიტიკოსი ამ წარმატებულ პროცესში ხელისუფლებას ხელს არ შეუშლის. „არანაირი რესურსი დახმარებისთვის მიხეილ სააკაშვილს არ გააჩნია. ვფიქრობ, რომ, სამწუხაროდ, მისი ქვეცნობიერი მიზანი თუ ცნობიერი მიზანი არის ორიენტირებული დესტრუქციისკენ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობისთვის კონსტრუქციული პოზიცია არ არის ტაქტიკური თუ სტრატეგიული გადაწყვეტილება. „ეს არის მათი აფთრული ინსტიქტი, მაგრამ აფთარი შეიძლება საშიში იყოს, ისინი კი არიან არასაშიში აფთრები, უკბილო აფთრები, რომლებიც 8 წელია ნადირობენ, მაგრამ ვერაფერს მოინადირებენ და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება. ამიტომ ამ დესტრუქციას ვუპასუხებთ იმით, რომ განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენს მოქალაქეებსა და ქვეყანაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)