|
2020-04-21 14:46:53, 2446 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე - საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხზე პარლამენტში პრემიერ-მინისტრი უნდა მობრძანდეს და არა მისი კანცელარიის თანამშრომელი
საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხზე პარლამენტში პრემიერ-მინისტრი უნდა მობრძანდეს და არა მისი კანცელარიის თანამშრომელი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია, პარლამენტმა და მთლიანად საზოგადოებამ პრემიერისგან გაიგოს, თუ რა სტრატეგია აქვს მთავრობას მომავალი ერთი თვის განმავლობაში. „საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს ასი ათასობით ადამიანის მდგომარეობაზე ამ ქვეყანაში, ამიტომ აუცილებელია, ამ გადაწყვეტილების გასაცნობად პარლამენტში მობრძანდეს პრემიერ-მინისტრი და არა მისი კანცელარიის რომელიმე თანამშრომელი. აუცილებელია, პარლამენტმა და მთლიანად საზოგადოებამ სწორედ პრემიერისგან გაიგოს თუ რა სტრატეგია აქვს მთავრობას მომავალი ერთი თვის განმავლობაში, როგორ იქნება გამოყენებული და როგორ იმუშავებს საგანგებო მდგომარეობა, როგორ გამოსწორდება ის ხარვეზები, რომლებიც ყველამ დავინახეთ წინა თვის საგანგებო მდგომარეობის მიმდინარეობისას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)