|
2020-04-20 20:03:14, 2494 ნახვა
პოლიტიკა
სესიაშვილი - არ მგონია, ახლა ის სიტუაცია იყოს, როდესაც ულტიმატუმის ენით უნდა ელაპარაკებოდე შენს ქვეყანას და საზოგადოებას
„ბოლო დღეებში ჩვენ ვნახეთ covid19-ის გავრცელების ძალიან მაღალი რიცხვები. ეს შეუქცევადი პროცესი იყო და ამაზე გვაფრთხილებდნენ ეპიდემიოლოგები. ის, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საჭიროება არსებობს, ამას პირველ რიგში საზოგადოება ხედავს ძალიან კარგად და ამაზე მუდმივად საუბრობს ხელისუფლება, მედიკოსები, ეპიდემიოლოგები", - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ტვ „იმედის" ეთერში. მისი ინფორმაციით, 22 აპრილს, ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის საკითხს განიხილავს. „სამწუხაროა, რომ ოპოზიცია პოლიტიკურად მანიპულირებს. არა მგონია, ახლა ის სიტუაცია იყოს, სადაც ულტიმატუმის ენით უნდა ელაპარაკებოდე შენს ქვეყანას და საზოგადოებას. ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რომ ხელისუფლება მუშაობს საერთაშორისო საზოგადოებასთან,რის შედეგადაც უკვე მობილიზებულია 3 მლრდ დოლარი. ეს არის ძალიან სერიოზული მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის ამ რთულ ვითარებაში, როცა ყველა ქვეყანა ერთგვარად ხელს უჭერს თავის რესურსებს. ასეთ ვითარებაში ამხელა რესუსრის მოძიება არის ძალიან დიდი წარმატება", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)