|
2020-04-20 12:38:46, 1912 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - სრულფასოვანი ეკონომიკური გეგმის გარეშე, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს ვერ დავუჭერთ
სრულფასოვანი ეკონომიკური გეგმის გარეშე, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს ვერ დავუჭერთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ მთავრობა თავს ვერ ართმევს საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ პრობლემებს. „განვლილმა ერთმა თვემ უკვე გამოაჩინა, რომ მთავრობა არ არის მზად საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული ეკონომიკური შეზღუდვებისთვის. არ გაცემულა სახელფასო კომპენსაციები უხელფასოდ დარჩენილებისთვის, არ გაცემულა დახმარება თვითდასაქმებული და სოციალურად გაჭირვებულებისთვის. ბიზნესი ჩვეულებრივ რეჟიმში იხდის გადასახადებს, არ გამოსწორებულა ის პრობლემაც კი, რომელიც შეიქმნა ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებით. ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ მთავრობა თავს ვერ ართმევს საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ პრობლემებს. ჩვენ მხარს დავუჭერთ სამედიცინო ღონისძიებებს მოსახლეობის ჯანრმთელობის დასაცავად, მაგრამ მხარს ვერ დავუჭერთ არსებულ პირობებში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ეკონომიკური სრულფასოვანი გეგმის გარეშე“, - განაცხადა დავით ბაქარაძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)