|
2020-04-07 10:50:27, 2597 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი USAID-ის მისიის დირექტორს, პიტერ ვებლერს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მოადგილეებთან ხატია წილოსანთან და სოლომონ პავლიაშვილთან ერთად, USAID-ის მისიის დირექტორს, პიტერ ვებლერს შეხვდა. შეხვედრას USAID/საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელი მარიკა ოლსონი დისტანციურად დაესწრო. ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხდა ამერიკის მთავრობას და USAID-ს ყველასთვის რთულ სიტუაციაში თანადგომისთვის და ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ამერიკელი ხალხის და მთავრობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ ახლა განსაკუთრებული ერთობის და კონსოლიდაციის დროა. შეხვედრაზე მხარეებმა პრიორიტეტებზე დაფუძნებული ეფექტიანი ეკონომიკური სარეაბილიტაციო გეგმის შემუშავების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. საუბარი შეეხო ცირკულარული ეკონომიკის წახალისების, კერძოდ, ნარჩენების მართვის, დაცული ტერიტორიების, სასურსათო უსაფრთხოების და მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის მნიშვნელობის საკითხებს. როგორც პიტერ ვებლერმა განაცხადა, არსებულ ვითარებაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ქვეყნის სურსათით მომარაგების და მარაგების კონტროლის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია, რასაც ეფექტიანად უმკლავდება. პიტერ ვებლერმა მინისტრს მხარდაჭერა აღუთქვა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)