|
2020-04-06 16:50:08, 13671 ნახვა
ომი უკრაინაში
ესპანეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა თითქმის 15% ჯანდაცვის სფეროს მუშაკია
კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი მცირდება ესპანეთის თითქმის ყველა რეგიონში, მაგრამ დაინფიცირებულთა თითქმის 15% ჯანდაცვის სფეროს მუშაკია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. „მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე დღე გავიდეს ამ ტენდენციის დასადგენად, მაგრამ მონაცემები საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, რომ კოროვირუსული პანდემიის ზრდის ტემპი მცირდება პრაქტიკულად ყველა რეგიონში”, - ამის შესახებ მარია ხოსე სიერამ, ქვეყნის გადაუდებელი დახმარების ცენტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. „დაახლოებით 19 400 ესპანელი ჯანდაცვის მუშაკი, მათ შორის ექიმები და ექთნები დაინფიცირდნენ კორონავირუსით“, - დასძინა სიერამ. ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვის მუშაკები ესპანეთში ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის თითქმის 15% -ს შეადგენენ. ფოტო: David Arquimbau
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)