07:52 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-03 12:39:51, 2500 ნახვა

პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - სახალხო დამცველის ანგარიშმა 20 ივნისის ღამეზე ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა

„სახალხო დამცველის ანგარიშმა 20 ივნისის ღამეზე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმ ნაწილში, სადაც განხილულია რაციების ჩანაწერები, აშკარაა, რომ გამოძიებამ ან დამალა კონკრეტული ჩანაწერები, სადაც ბრძანება იყო გაცემული, ან ჩანს, რომ მოსახლეობაზე მიტანილი შტურმი, მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენება და გაზის გამოყენება, ხდებოდა ბრძანების გარეშე.

 „სახალხო დამცველის ანგარიშმა 20 ივნისის ღამეზე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც ის მიმოიხილავს რაციების ჩანაწერებს, სადაც აშკარაა, რომ გამოძიებამ ან დამალა კონკრეტული ჩანაწერები, სადაც ბრძანება იყო გაცემული, ან ჩანს, რომ მოსახლეობაზე მიტანილი შტურმი, მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენება, გაზის გამოყენება, ხდებოდა ბრძანების გარეშე. ბუნებრივია, ეს იწვევს კითხვას: რატომ არ დაისაჯნენ ის ადამიანები, ვინც ეს გააკეთა? ამ მოხსენებაში კიდევ ერთხელ ჩანს, რამდენად სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში გამოუძიებელი საქმეები, შს სამინისტრო და ზოგადად სისტემა, რომელიც ანგარიშვალდებულია არა ხალხის, არამედ მხოლოდ ერთი ადამიანის მიმართ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს 20-21 ივნისის ღამეს რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული პირდაპირი ბრძანება, არ გამოეყენებინა რეზინის ტყვიები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics