|
2020-03-30 12:19:40, 23741 ნახვა
ომი უკრაინაში
თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია
თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია და განმეორებით ტესტირებაზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კლინიკას დატოვებენ. მისივე თქმით, კლინიკაში მოთავსებული პაციენტიდან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის არიან ახალშობილებიც. „ამ ეტაპზე სულ კლინიკაში 67 პაციენტი წევს. აქედან 17 არის ინფიცირებული კორონავირუსით, ხოლო დანარჩენი 50 არის საეჭვო შემთხვევა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ამოაგდო ცნება მოგზაურობის და აქედან გამომდინარე, ყველა მათგანს ჩვენს კლინიკაში შემოსვლისთანავე, აქვთ თუ არ აქვთ მოგზაურობის ისტორია, ან ამნეზი, ცხელება ან სხვა, ექვემდებარება კორონავირუსის გამოკვლევას. გვყავს რამდენიმე კრიტიკული პაციენტი, რომელთა მდგომარეობაც ამ ეტაპზე მძიმეა. რაც შეეხება ახალშობილებს, გვყავს რამდენიმე ახალშობილი, რომელთა მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ამ ეტაპზე მართვადია. სამი ინფიცირებულის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. ამ დღეებში გავაგზავნით განმეორებით ტესტებს კორონავირუსზე და თუ მოვიდა ამჯერადაც უარყოფითი პასუხი, რამდენიმე დღეში დატოვებენ კლინიკას“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)