17:14 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-29 19:44:35, 28255 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის მოგზაურობა დაკავშირებულია ინგლისთან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის მოგზაურობა ინგლისთანაა დაკავშირებული.

მისი თქმით, დღეს დილით კორონავირუსზე ტესტირება 10 პაციენტს ჩაუტარდა, საიდანაც მხოლოდ 1 აღმოჩნდა დადებითი.

„დღეს, დილის შემდეგ დაგვემატა ერთი ახალი შემთხვევა და კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არის 91. 91-ე ახალი პაციენტი არის ჩვენს ცენტრში. ჩვენს ცენტრში დილით დაახლოებით 10 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და 1 პაციენტზე იყო დადებითი პასუხი, დანარჩენებზე კი უარყოფითი. ამ 91 პაციენტიდან, 47 არის ჩვენს ცენტრში დადასტურებული, დანარჩენი 44 არის COVID-19-ის მიმღებ სხვა ექვს დაწესებულებაში.

ახალი პაციენტის წყარო ცნობილია, მისი მოგზაურობა ინგლისს უკავშირდება. მისი კონტაქტების გამოკვლევა დადსტურებიდან ერთ საათში ვერ ხდება, მაგრამ რა თქმა უნდა, მოხდება ამ კონტაქტების კვლევა თავიდან ბოლომდე“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics