|
2020-03-28 16:38:03, 3761 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა რუხის მრავალპროფილური კლინიკა დაათვალიერეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუხის მრავალპროფილური კლინიკა დაათვალიერეს. კორონავირუსთან ბრძოლაში, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, რუხის მრავალპროფილური კლინიკაც ერთვება. ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულების აპარატურით და საწოლებით აღჭურვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. "დღეს რუხის საავდმყოფოში ჩვენ უკვე ჩამოვიტანეთ 11 ხელოვნური სუნთქვის აპარატი და 25 საწოლი. შევხვდით ექიმების იმ ნაწილს, რომელიც აქ დასაქმდებიან. ჩვენ მოგვიწევს მუშაობა სამედიცინო პერსონალის მობილიზების საკითხზე. პროცესს კოორდინაციას ადგილზე სამინისტროს წარმომადგენელი გაუწევს. კლინიკის აღჭურვის პროცესი გაგრძელდება და ჩვენ უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა, 200-მდე პაციენტს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გავუწიოთ. ვითვალისწინებთ ასევე იმ ფაქტს, რომ ჩვენ მივიღებთ პაციენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და მათაც გავუწევთ სათანადო სამედიცინო მომსახურებას", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)