|
2015-08-09 11:29:45, 1461 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში რუსეთ–საქართველოს ომის 7 წლისთავთან დაკავშირებით ფოტო გამოფენა გაიმართა
რუსეთ–საქართველოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით, გერმანიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ფოტო გამოფენა გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქ. ბერლინში გამართული ღონისძიება გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აგრეთვე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეფერატის ხელმძღვანელმა, მარკ ბოგდანმა. გამოსვლაში მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მყარ და უცვლელ პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში. საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებას ბერლინში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსის, პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები და ჟურნალისტები დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)