ქუმსიშვილი: ეკონომიკის ზრდას ფისკალურ პოლიტიკაში განხორციელებულმა რეფორმებმა და საგარეო სექტორის დასტაბილურებამ შეუწყო ხელი
ეკონომიკის ზრდას ხელი შეუწყო ფისკალურ პოლიტიკაში განხორციელებულმა რეფორმებმა და საგარეო სექტორის დასტაბილურებამ", - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც მან 2017 წლის 6 თვეში ეკონომიკაში არსებული დინამიკა და ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები შეაჯამა.