|
2019-12-10 15:33:42, 1600 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: პარტიათა შორის ურთიერთობაში კრიზისია, რომელიც ჩვენ არ გამოგვიწვევია
„კრიზისი არის პარტიათა შორის ურთიერთობაში და ეს კრიზისი ჩვენ არ გამოგვიწვევია“, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, არსებული კრიზისი უტიფარი განცხადებებით და ხეპრული გამოსვლებით შექმნეს. „დესტრუქცია, რომელიც მივიღეთ 24 ივნისის განცხადების საპასუხოდ, არის ის, რაც ქვეყანას დაანგრევს და ძირს გამოუთხრის მის სტაბილურობას. საგანგებო თემაა გზები და ენერგორესურსების მოძრაობა კასპიის რეგიონიდან ევროპულ ბაზრებზე. საგანგებო თემაა ჩენი უსაფრთხოებისთვის და სტაბილურობისთვის და ამას ყველაფერს გარედან ემატება დიდ დოზით დეზინფორმაცია. და რომელი რუსების დეზინფორმაცია დაგვაზიანებს, არ ვიცით რომ ოკუპირებული აქვთ ტერიტორია და ხალხს იტაცებენ? თუნდაც გაფრინდაშვილის მაგალითი ავიღოთ. არასწორი ინფორმაციაა ჩვენს დეპუტატებზე, ზოგადად ვითარებაზე, რომ კრიზისია. დიახ, კრიზისი არის პარტიათა შორის ურთიერთობაში და ეს კრიზისი ჩვენ არ გამოგვიწვევია. კრიზისი შექმნეს. კრიზისი შექმნეს უტიფარი განცხადებებით და ხეპრული გამოსვლებით და მოქმედებებით. რომ დავუჯეროთ სახალხო დამცველს, კი არის კანონდარღვევა, მაგრამ ეს კანონდარღვევა საწყლებმა იმიტომ ჩაიდინეს, რომ ჩვენ შევუქმენით პოლიტიკური მიზეზები ამისათვის. კიდევ ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. ქვეყნის მიტაცებაზე და მმართველობაზე საუბარი, რომელიც ასევე ინტენსიურად მიეწოდება როგორც არასწორი ინფორმაცია ჩვენს კოლეგებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)