|
2019-12-06 13:29:52, 1570 ნახვა
პოლიტიკა
ხუნდაძე: ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის წინააღმდეგია, თუმცა ჩვენც არ ვართ ცოტა და პროცესს ვაგრძელებთ
„2020 წლის მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემა დესტრუქციულ ძალებს აძლევს საშუალებას გააგრძელონ მათთვის ჩვეული პროცესი, ქუჩაში“ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ხუნდაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა არ იყო საკმარისი, რადგან კანონპროექტის შესახებ დასმულ კითხვებზე მან ამომწურავი პასუხები ვერ მიიღო. „დღევანდელ შეხვედრაზე მოგვეცა საშუალება წარგვედგინა კანონპროექტი და მიგვეღო ძირითად კითხვებე პასუხი. ამომწურავი პასუხები ვერ მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ შევთანხმდით 2020 წელს მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემა რჩება, ვთქვით, რომ ამით დესტრუქციულ ძალებს ეძლევათ საშუალება გააგრძელონ ქუჩაში, მათთვის უკვე ჩვეული და ყოველდღიურობად ქცეული დესტრუქციული ქმედებები. ამ სისტემებით შეიქმნება არასტაბილური გარემო. ხედავთ, რომ ქუჩაშია დესტრუქციის ძალა, ისინი ამას კარგად ახერებენ და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ქვეყნის უსაფრთხოებას, მასთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ. მე ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა არ იყო საკმარისი, უნდა შედგეს კიდევ ერთი შეხვედრა. მე დადებითი პასუხი აქ ვერ მივიღე, ამიტომ ჩვენ გავაგრელებთ პროცესს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მისივე თქმით, მაჟორიტარი დეპუტატები გეგმავენ ქუჩაში გასვლას და ხელმოწერების შეგროვებას, რათა ამერიკული მოდელზე პარლამენტმა იმსჯელოს. „ბატონი ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყო წინააღმდეგი, რომ ეს პროცესი განგვევითარებინა. არც ჩვენ ვართ ცოტა და ვაგრძელებთ პროცესს. მაქვს უფლება გავიდე ხალხში, შევაგროვო 200 ათასი ხელმოწერა და გამოვიტანო სამსჯელოზე ამერიკული მოდელი. არის დაშვებული შეცდომა რომ ნაჩქარევად გადავდივართ 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე და შევეცდებით ამ შეცდომის გამოსწორებას უკვე ჩვენ. უკვე ვართ 30-ზე მეტი. ჩვენ შევიკრიბებით და გაგაცნობთ ჩვენს გეგმას. ძირითადად ესაა ქუჩაში გასვლა და ასევე მაჟორიტარული სისტემის გარშემო ცნობიერების ამაღლება",- აღნიშნა ხუნდაძემ.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)