|
2019-12-05 14:54:20, 1277 ნახვა
პოლიტიკა
ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გერმანიაში ოფიციალური შეხვედრები გამართეს. მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ბავარიის მხარეში, სამხარეო სამედიცინო დაწესებულებას ეწვია, რომელიც გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებს ემსახურება. 600 საწოლზე გათვლილი კლინიკა უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და მათი სამედიცინო მომსახურების მოდელი, მოიცავს გადაუდებელი დახმარების სერვისების სრულ სპექტრს, მათ შორის რეაბილიტაციის მაღალტექნოლოგიურ სერვისს. კოლეგებმა სამინისტროს წარმომადგენლებს სამედიცინო მომსახურების გერმანული მოდელის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. "ქართულ დელეგაციას გავუზიარეთ გამოცდილება, იმის შესახებ თუ როგორ ხდება თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით, უაღრესად მძიმე ტრავმის მქონე პაციენტების მკურნალობა. ჩვენი სამედიცინო დაწესებულება არის ძალიან მაღალკვალიფიციური ტრავმატოლოგიური ცენტრი და წელიწადში საშუალოდ 15 000 პაციენტს ვუწევთ სამედიცინო მომსახურებას. უბედური შემთხვევის ადგილიდან დაშავებულების გადმოყვანას კლინიკის კუთვნილი ვერტმფრენით ვახორციელებთ. გვაქვს როგორც ამბულატორიული მომსახურება, ასევე ვუზრუნველყოფთ რეაბილიტაციის სერვისების მიწოდებასაც", - განაცხადა მურნაუს კლინიკის მთავარმა ექიმმა კარენ ბაუერმა. მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოში დაინერგოს ის წარმატებული გამოცდილება, რომელიც გერმანულ სამედიცინო დაწესებულებებს გააჩნიათ. „ჩვენი ვიზიტის მიზანია, უკეთესად შევისწავლოთ სამედიცინო მომსახურების მიწოდების გერმანული მოდელი, გვქონდეს თანამშრომლობა კლინიკებთან და დავნერგოთ საქართველოში ის წარმატებული გამოცდილება, რომელიც გერმანულ სამედიცინო დაწესებულებებს აქვთ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ჰოსპიტალურ დონეზე განვითარდეს სამედიცინო მომსახურების მოდელი და პაციენტმა მიიღოს უახლესი სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ობერლანდის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემთხვევებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრსაც ეწვივნენ და სერვისის მიწოდების იმ სქემას გაეცნენ, რომლის მიხედვითაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების შემთხვევებზე ეფექტური რეაგირება ხორციელდება. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ავთანდილ თალაკვაძის თქმით, საქართველოში მიმდინარე რეფორმა მიზნად ისახავს ერთი ქოლგის ქვეშ სხვადასხვა სამსახურების გაერთიანებას და სწორედ ამიტომ გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების ნაწილში გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძეც.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)