16:44 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-02 14:33:00, 1758 ნახვა

პოლიტიკა
ანა დოლიძე: „ქართული ოცნება“ მოსამართლეთა სიის „გაპარებას“ გეგმავს, სია უნდა ჩავარდეს

"ქართული ოცნება" აპირებს პოლიტიკური დაძაბულობის, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, შექმნილი ვითარების ფონზე ისევე, როგორც შარშან გააპაროს მოსამართლეთა სია“,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  „კლანის“ მიერ წარდგენილი სიიდან თუნდაც ერთის შეშვება უზენაეს სასამართლოში დაუშვებელია, რადგან ხელისუფლების მიზანი არის ბოლომდე გააკონტროლოს უზენაესი სასამართლოს ყველა პალატა.

„დაუშვებელია საბჭოს ამ შემადგენლობის კლანის მიერ წარდგენილი სიიდან თუნდაც ერთი კანდიდატის შეშვება უზენაეს სასამართლოში, ვინაიდან ხელისუფლების მიზანიც სწორედ ეს არის, ბოლომდე გააკონტროლოს უზენაესი სასამართლოს ყველა პალატა. "ქართული ოცნება" აპირებს შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების ფონზე ისევე, როგორც შარშან გააპაროს მოსამართლეთა სია. ეს კანდიდატები, ყველანი არიან კომფორტულნი "ქართული ოცნების" ბიძინა ივანიშვილის და აი ამ კლანისთვის, რომელიც ხელისუფლებას მართავს. საქართველოს პარლამენტარებო, ნუ დააყენებთ საფრთხის ქვეშ თქვენი შვილების და მათი მეგობრების მომავალს და ნუ გაწირავთ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოსთვის თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს. სია უნდა ჩავარდეს“,- განაცხადა ანა დოლიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
„ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ უკანონო ნაბიჯს სამართლებრივი და პოლიტიკური გზით დაუპირისპირდება
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics