17:28 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-30 17:51:11, 3612 ნახვა

პოლიტიკა
ელიზაბეთ რუდი: ხელისუფლება და ოპოზიცია დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

„მოხარული ვარ, რომ მსჯელობა და დიალოგი შედგა, საერთაშორისო პარტნიორები მზად ვართ მხარდაჭერის გასაგრძელებლად“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს განუცხდა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი და ოპოზიცია დიალოგის შემდგომში გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

„დღეს დილით, შეხვედრის დაწყებამდე აღვნიშნე, რომ ჩვენ გვქონდა მოლოდინი და იმედი, დაიწყებოდა მსჯელობა და დიალოგი ნდობის აღდგენასთან დაკავშირებით, იმ პრობლემების გადასაჭრელად, რის წინაშეც დღეს ვდგავართ. მოხარული ვარ, რომ ეს გამართლდა, დიალოგი შედგა. შეხვედრაზე ბევრი ვიმსჯელეთ, დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა განხილული იყო ბევრი ვარიანტი, რომ ეს პრობლემები გადაწყდე. რაც მთავარია, შევთანხმდით, რომ ეს დიალოგი და მსჯელობა გაგრძელდება, ამაზე შეთანხმდა მმართველი გუნდი და ოპოზიცია. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორები მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ მხარდაჭერა ამ პროცესში“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics