|
2019-11-30 15:57:16, 2815 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე: შეხვედრა დასრულდა უშედეგოდ - საპროტესტო აქციები გაგრძელდება
„საპროტესტო აქციები გაგრძელდება ზუსტად ისე, როგორც იყო. არაფერი დღეს არ გაგვიგია ისეთი, რაც შეანელებს საპროტესტო აქციებს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, მმართველმა გუნდმა კატეგორიული უარი თქვა ოპოზიციის მიერ მომზადებული წინადადების განხილვაზე. მანვე დასძინა, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება, რადგან არაფერი მოხდა დღეს ისეთი, რაც აქციებს შეანელებს. „მმართველი გუნდი ამ შეხვედრაზე მოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ განიცდიდა განუწყვეტლივ პრესს საქართველოს მოქალაქეებისგან, ოპოზიციისგან და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან. მეორე, აბსოლუტურად არაფრისთვის არ იყვნენ მზად და არავითარი წინადადება ან იდეა არ ჰქონდათ. კატეგორიული უარი თქვეს იმ წინადადების განხილვაზე, რომელიც გუშინ მოამზადა ოპოიციამ. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა დასრულდა უშედეგოდ, თუ ამას სტრატეგიული პარტნიორები მოინდომებენ, ჩვენ მეორე რაუნდსაც დავესწრებით. არ მივცემთ, ე.წ „ქართულ ოცნებას“ იმის თქმის საშუალებას, რომ ოპოზიცია მზად არ არის საუბრისთვის. საპროტესტო აქციები გაგრძელდება ზუსტად ისე, როგორც იყო. იმიტომ რომ არაფერი ჩვენ დღეს არ გაგვიგია ისეთი, რომელიც საპროტესტო აქციებს შეანელებს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)