|
2019-11-29 12:44:46, 1331 ნახვა
პოლიტიკა
დიპკორპუსის ინიციატივით, ხვალ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება
დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, ხვალ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვდრა გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრა დღის პირველ ნახევარში გაიმართება და მას თავად დიპკორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. „გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან. მეც მქონდა კომუნიკაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. მათი ინიციატივაა, მიუხედავად იმ დესტრუქციული ქმედებებისა, რომლებსაც ოპოზიციის მხრიდან ისინიც ხედავენ, იქნებ დავმსხდარიყავით დიალოგის გარკვეულ ფორმატში. საბოლოო ჯამში, ანგარიში გავუწიეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ხვალ, დღის პირველ ნახევარში დაიწყება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსიც დაესწრება და გაიმართება დისკუსია. განხილვის ერთ-ერთი საგანი გერმანული მოდელი იქნება. თუმცა, იმხელა შეუსაბამობაა კონსტიტუციასა და ე.წ. გერმანულ მოდელს შორის, რომ ერთადერთი დამატებითი ახსნაა საჭირო, მეტი არაფერი. ამის მიღმა ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს ოპოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)