|
2019-11-28 18:17:05, 1615 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში ახალი ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ იქმნება, რომელსაც მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს
პარლამენტის დამუკიდებელი დეპუტატები: მარიამ ჯაში, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე ახალ ფრაქციას ქმნიან. დეპუტატებმა პარლამენტს ფრაქციის „დამოუკიდებელი დეპუტატები“ შესაქმნელად უკვე განცხადებით მიმართეს. როგორც დეპუტატი ლევან კობერიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ფრაქცია არც ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგით არ იხელმძღვანელებს. „ჩვენი მიზანია საზოგადოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა. ფრაქციის შექმნის ამოცანაა მომდევნო 10 თვის მანძილზე პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატებისათვის კონსტრუქციული თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა. ფრაქციის წევრობა საშუალებას მისცემს თითოეულ დამოუკიდებელ დეპუტატს უფრო აქტიურად ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში, აირჩიოს მისთვის საინტერესო კომიტეტისა თუ დროებითი კომისიის წევრობა. ფრაქციის თითოეული წევრი შეინარჩუნებს დამოუკიდებლობას საკუთარი, ინდივიდუალური მოსაზრებების გამოხატვისთვის. თუმცა, ფრაქციის სახელით განცხადებები გაკეთდება მხოლოდ ფრაქციის ფორმატში შეჯერებული პოზიციების მიხედვით. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ მხარს დაუჭერს ყველა პოზიტიურ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ. ფრაქცია ღიაა სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებთან სათანამშრომლოდ და გამართავს კონსულტაციებს ერთობლივი აქტივობების შესახებ. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში სხვა დამოუკიდებელი დეპუტატებიც შექმნიან დამატებით ფრაქციებს, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს საპარლამენტო საქმიანობა კონსტრუქციული და პოზიტიური დღის წესრიგის შესაქმნლად. 6 დამოუკიდებელი დეპუტატი ვერთიანდებით ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმის გარშემო, რომელიც მოიცავს შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს: - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მხარდაჭერა - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება - საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობა - ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტური დაცვა და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა. - ემიგრანტების საქართველოში დაბრუნებისა და რეინტეგრაციის მხარდაჭერა - ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და განვითარების ხელშეწყობა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა - სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკისა და რეფორმების გაუმჯობესება - განათლების სფეროს პოლიტიკისა და რეფორმების ხელშეწყობა“, - წერს ლევან კობერიძე. ფრაქციის თავმჯდომარე დეპუტატი მარიამ ჯაში იქნება, მისი მოადგილე კი, ლევან კობერიძე.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)