18:33 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 11:09:21, 1265 ნახვა

პოლიტიკა
დაჩი ბერაია: ელენე ხოშტარია არის სამარცხვინო, სამარცხვინო ხალხი დგას გარეთ

პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან ერთმანეთს სიტყვიერად „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი დაჩი ბერაია და „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია დაუპირისპირდნენ.

პარლამენტში დაჩი ბერაია ფეხით მივიდა. საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან მისულ დეპუტატს აქციის მონაწილეები და ოპოზიციის წარმომადგენლები დახვდნენ.

აქიის მონაწილეებსა და ოპოზიციონერებს დაჩი ბერაიამ „სამარცხვინოები“ უწოდა.

“ვერ ხედავთ რანაირად იქცევიან, სამარცხვინოები არიან. სამარცხვინო ხალხი დგას გარეთ. ელენე ხოშტარია არის სამარცხვინო. გადაადგილების უფლებას მიზღუდავს, ვინ მისცა ამის უფლება ხოშტარიას. ქალია, ხომ ვერ დავეჯაჯგურები. ვეჭიდაო?! მე ვარ დეპუტატი, რომელსაც მაქვს უფლება დავაჭირო ღილაკს ხელი,  როცა მინდა“ - განაცხადა დაჩი ბერაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics