|
2019-11-27 14:30:58, 1716 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი: საქართველო ხდება ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე, როგორიც ევროსაბჭოა
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველო ხდება ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა, როგორიც არის ევროპის საბჭო სიმბოლურია ისიც, რომ ეს ემთხვევა ჩვენს გაწევრიანებას 20 წლის წინ ამ ორგანიზაციაში.“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სტრასბურგში, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადმობარებასთან დაკავშირებით მინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევა და ამავე დროს პასუხისმგებლობაა. „ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წინაშე, რათა ამ ორგანიზაციის წინაშე არსებული ყველა გამოწვევა იყოს სათანადო რეაგირების დონეზე და ისე, როგორც შეეფერება თავმჯდომარეობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიხელმძღვანელებთ ამ ორგანიზაციის ძირითადი პრინციპებით, მისი წესდებით და ვიქნებით თავმჯდომარე, რომელიც გაითვალისწინებს ყველა მისი წევრის ინტერესებს", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. მისივე ინფორმაციით, უკვე გაჟღერებულია საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარეობის 4 პრიორიტეტი: სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით. დღეს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე , საქართველო საფრანგეთისგან ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას გადმოიბარებს. თავმჯდომარეობის გადმოცემის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართავს და საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს გააცნობს.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)